ბილეთი №1248 · საგზაო მონიშვნა
მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით სატრანსპორტო საშუალების მობრუნება?

- ამხოლოდ მოტოციკლის მძღოლს✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ თეთრი ავტომობილის მძღოლს
- გარცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს
რატომ?
ხაზი 1.11 შედგება წყვეტილი და უწყვეტი ხაზისგან. მის გადაკვეთა წყვეტილის მხრიდან შეიძლება, უწყვეტის მხრიდან კი მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას. მობრუნება გადაკვეთას ნიშნავს, ამიტომ ის მძღოლს ეკრძალება, ვისაც უწყვეტი ხაზი ეკუთვნის — აქ მოტოციკლისტს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.11 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.11 ყოფს საპირისპირო ან იმავე მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზის მონაკვეთზე, სადაც გადაჯგუფება ნებადართულია მხოლოდ ერთი ზოლიდან; აღნიშნავს მობრუნების ადგილს, სადგომი მოედნიდან გამოსასვლელსა და შესასვლე¬ლს და ა. შ., სადაც მოძრაობა ნებადართულია მხოლოდ ერთ მხარეს. 1.11 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია წყვეტილი ხაზის მხრიდან, ასევე უწყვეტი ხაზის მხრიდან, მაგრამ მხოლოდ გასწრების ან შემოვლის დამთავრებისას.