ბილეთი №1249 · საგზაო მონიშვნა
მოცემულ სიტუაციაში, რომელ მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით ავტომობილის მობრუნება?

- ამხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლს
- ბმხოლოდ წითელი ავტომობილის მძღოლს
- გარცერთი ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
რატომ?
ხაზი 1.5 წყვეტილია და მის გადაკვეთა ნებისმიერი მხრიდან შეიძლება. ამიტომ მობრუნება არცერთ მძღოლს არ ეკრძალება.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.11 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.5. ყოფს საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატრანსპორტო ნაკადებს გზაზე, რომელსაც მოძრაობის ორი ან სამი ზოლი აქვს; აღნიშნავს მოძრაობის ზოლის საზღვარს ერთი მიმართულებით მოძრაობისათვის განკუთვნილი ორი ან ორზე მეტი ზოლის არსებობისას. 1.5 ხაზის გადაკვეთა ნებადართულია ნებისმიერი მხრიდან.