ავტოსკოლა

ბილეთი №1222 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა

რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომლის სიგრძე ტვირთით ან უმისოდ აღემატება 20 მეტრს, და ავტომატარებელზე ორი ან მეტი მისაბმელით?

რომელი საცნობი ნიშანი მაგრდება იმ სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომლის სიგრძე ტვირთით ან უმისოდ აღემატება 20…
  1. ამხოლოდ III
  2. ბმხოლოდ II
  3. გმხოლოდ I✓ სწორი პასუხი

რატომ?

ნიშანი „გრძელი სატრანსპორტო საშუალება“ — ყვითელი მართკუთხედი წითელი არშიით — მაგრდება 20 მ-ზე გრძელი მანქანის უკანა მხარეს და ავტომატარებელზე ორი ან მეტი მისაბმელით. ის შუქამრეკლია, რომ ღამით ჩანდეს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: ე) „გრძელი სატრანსპორტო საშუალება“ – არანაკლებ 1200X200 მმ ზომის, ყვითელი მართკუთხედი 40 მმ სიგანის წითელი არშიით და შუქამრეკლი ზედაპირით – მაგრდება იმ არაგაბარიტული (მსხვილგაბარიტიანი) სატრანსპორტო საშუალების უკანა მხარეს, რომლის სიგრძე ტვირთით ან უიმისოდ აღემატება 20 მეტრს, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალებათა შემადგენლობაზე, რომელშიც ორი ან ორზე მეტი მისაბმელია. თუ აღნიშნული ზომის ნიშნის დამაგრება შეუძლებელია, დასაშვებია დამაგრდეს არანაკლებ 600X200 მმ ზომის ორი ერთნაირი ნიშანი სატრანსპორტო საშუალების ღერძის სიმეტრიულად.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა