ბილეთი №1223 · ველოსიპედი, მოპედი და პირუტყვის გადარეკვა
მოცემული საცნობი ნიშნებიდან რომელი მაგრდება ბავშვთა ჯგუფის გადამყვანი ავტობუსის წინა და უკანა მხარეს?

- ამხოლოდ III✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ II
- გმხოლოდ I
რატომ?
ნიშანი „ბავშვების გადაყვანა“ — ყვითელი კვადრატი წითელი არშიით და ბავშვების ნიშნის შავი სიმბოლოთი — მაგრდება ბავშვთა ჯგუფის გადამყვანი ავტობუსის წინა და უკანა მხარეს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, მძღოლი, ხოლო ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში − საწარმო ვალდებულია ამ პუნქტით განსაზღვრულ სატრანსპორტო საშუალებებზე დაამაგროს შემდეგი საცნობი ნიშნები: ვ) „ბავშვების გადაყვანა“ – ყვითელი კვადრატი წითელი არშიით (კვადრატის გვერდი არანაკლებ 250 მმ-ია, არშიის სიგანე – გვერდის 1/10), 1.24 საგზაო ნიშნის სიმბოლო შავი გამოსახულებით – მაგრდება იმ ავტობუსის წინა და უკანა მხარეს, რომელსაც ბავშვთა ჯგუფები გადაჰყავს.