ავტოსკოლა

ბილეთი №1238 · საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაშია ნებადართული მობრუნება?

მოცემული საგზაო ნიშნებიდან რომლის მოქმედების ზონაშია ნებადართული მობრუნება?
  1. აარცერთის
  2. ბყველასი✓ სწორი პასუხი
  3. გმხოლოდ II და IV
  4. დმხოლოდ I და III

რატომ?

ნიშნები „მობრუნების ადგილი“ და „მობრუნების ზონა“ მობრუნების ადგილს გიჩვენებს, ხოლო ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა. ამიტომ ყველა ამ ნიშნის მოქმედების ზონაში მობრუნება ნებადართულია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1-4.1.6 პუნქტების შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ნიშნები 4.1.1-4.1.6 რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას, ხოლო ნიშნები, რომლებიც მარცხნივ მოხვევის ნებას რთავს, მობრუნების უფლებასაც იძლევა. ამავე დანართის მე-7 თავის (საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები) 7.3.1 და 7.3.2 პუნქტების შენიშვნის თანახმად, საგზაო ნიშნები 7.3.1 „მობრუნების ადგილი” და 7.3.2 „მობრუნების ზონა” იდგმება მობრუნების ადგილის წინ ან მის ზემოთ, ან წინასწარ 8.1.1 დაფით. ნიშნები მარცხნივ მოხვევის ნებას არ რთავს.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები