ბილეთი №187 · საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები
რომელი ავტომობილის მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში ?

- ათეთრი ავტომობილის მძღოლი
- ბმწვანე ავტომობილის მძღოლი
- გშავი ავტომობილის მძღოლი✓ სწორი პასუხი
- დარცერთი ავტომობილის მძღოლი
რატომ?
ნიშანი „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები“ მხოლოდ ნაჩვენებ მიმართულებებს რთავს და მისი მოქმედება მთელ გზაჯვარედინზე ვრცელდება. უსაფრთხოების კუნძულს ჩვეულებრივ ორივე მხრიდან შემოუვლი, მაგრამ თუ ის ორმხრივი გზის ღერძზეა, მხოლოდ მარჯვნიდან. ამ ორი წესიდან ერთ-ერთს შავი ავტომობილის მძღოლი არღვევს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-17 „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, მძღოლს შეუძლია მარჯვნიდან ან მარცხნიდან შემოუაროს იმ სავალ ნაწილზე დაყენებულ უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას, რომელზედაც იგი მოძრაობს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა უსაფრთხოების კუნძული, ტუმბო ან სხვა მოწყობილობა ორმხრივმოძრაობიანი გზის სავალი ნაწილის ღერძზეა განლაგებული. ამ შემთხვევაში მძღოლმა უსაფრთხოების კუნძულს, ტუმბოს ან სხვა მოწყობილობას მხოლოდ მარჯვენა მხრიდან უნდა შემოუაროს. ამავე კანონის პირველი დანართის 5.15.2 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.15.2 „ზოლზე მოძრაობის მიმართულებები” - მიუთითებს ზოლზე მოძრაობის ნებადართულ მიმართულებებს, ხოლო ამავე პუნქტის შენიშვნის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, 5.15.1 და 5.15.2 ნიშნების მოქმე¬დება, რომელიც გზაჯვარედინის წინ დადგმული ვრცელდება მთელ გზაჯვარედინზე, თუ მასზე დადგმული სხვა 5.15.1 და 5.15.2 ნიშნები განსხვავებულ მითითებას არ იძლევა.
უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით