ავტოსკოლა

ბილეთი №189 · საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართლებით მოძრაობის შემთხვევაში?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი დაარღვევს საგზაო მოძრაობის წესებს ისრის მიმართლებით მოძრაობის შემთხვევაში?
  1. ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
  2. ბმხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლი✓ სწორი პასუხი
  3. გმხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
  4. დარცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი

რატომ?

სამი ან მეტი ზოლის მქონე გზაზე მარცხენა განაპირა ზოლის დაკავება შეიძლება გასწრებისას, მარცხნივ მოხვევისას, მობრუნებისას ან ინტენსიური მოძრაობისას, როცა დანარჩენი ზოლები დაკავებულია. სატვირთოს კი ეს ზოლი მხოლოდ მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას შეუძლია დაიკავოს, ამიტომ წესს სატვირთო არღვევს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-12 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ნებისმიერ სავალ ნაწილზე, თანმხვედრი მიმართულებით მოძრაობისთვის განკუთვნილი სამი ან მეტი მოძრაობის ზოლის არსებობისას განაპირა მარცხენა მოძრაობის ზოლის დაკავება ნებადართულია მხოლოდ ინტენსიური მოძრაობისას, როცა სხვა მოძრაობის ზოლები დაკავებულია, აგრეთვე გასწრების, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით, ხოლო სატვირთო ავტომობილისათვის − მხოლოდ მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნები