ავტოსკოლა

ბილეთი №1244 · დამატებითი ინფორმაციის ნიშნები

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა ყვითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა ყვითელი ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობა?
  1. აეკრძალება
  2. ბარ ეკრძალება✓ სწორი პასუხი

რატომ?

ნიშანი „მოძრაობა პირდაპირ“ მხოლოდ ისრით ნაჩვენებ მიმართულებას რთავს, მაგრამ დაფა „გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა“ გამონაკლისს მანქანას აძლევს, რომელსაც საცნობი ნიშანი აქვს. ყვითელს ის აქვს, ამიტომ ნიშნის შეზღუდვა მას არ ეხება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-4 თავის (მიმთითებელი ნიშნები) 4.1.1 პუნქტის შენიშვნის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 4.1.1 “მოძრაობა პირდაპირ“ რთავს მხოლოდ ისრებით ნაჩვენები მიმართულებებით მოძრაობის ნებას. ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.18 პუნქტის თანახმად, დაფა 8.18 „გარდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისა” - მიუთითებს, რომ ნიშნის მოქმედება არ ვრცელდება სატრანსპორტო საშუალებაზე, რომელზედაც დამაგრებულია საცნობი ნიშანი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი“.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: დამატებითი ინფორმაციის ნიშნები