ავტოსკოლა

ბილეთი №1245 · დამატებითი ინფორმაციის ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშანი მძღოლს მიუთითებს, რომ ნიშნების დადგმის ადგილიდან წინ:

მოცემული საგზაო ნიშანი მძღოლს მიუთითებს, რომ ნიშნების დადგმის ადგილიდან წინ:
  1. ა300 მეტრის მანძილზე მოძრაობა აკრძალულია 50 კმ/სთ მეტი სიჩქარით✓ სწორი პასუხი
  2. ბ300 მეტრის შემდეგ მოძრაობა აკრძალულია 50 კმ/სთ მეტი სიჩქარით

რატომ?

ნიშანი „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ კრძალავს მასზე მითითებულზე სწრაფ მოძრაობას, დაფა „მოქმედების ზონა“ კი გიჩვენებს, რამდენ მეტრზე გრძელდება აკრძალვა. ამიტომ ნიშნიდან 300 მ-ის განმავლობაში 50 კმ/სთ-ზე სწრაფად არ უნდა იმოძრაო.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.24 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ). ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.2.1 პუნქტის თანახმად, დაფა 8.2.1 „მოქმედების ზონა” - მიუთითებს მაფრთხილებელი ნიშნით აღნიშნული გზის სახიფათო მონაკვეთის სიგრძეს, ან ამკრძალავი და საინფორმაციო-მაჩვენებელი ნიშნის მოქმედების ზონას.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: დამატებითი ინფორმაციის ნიშნები