ავტოსკოლა

ბილეთი №1246 · დამატებითი ინფორმაციის ნიშნები

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ ნიშნების დადგმის ადგილიდან წინ:

მოცემული საგზაო ნიშნების კომბინაცია მძღოლს მიუთითებს, რომ ნიშნების დადგმის ადგილიდან წინ:
  1. ა300 მეტრის მანძილზე მოძრაობა ნებადართულია, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით
  2. ბ300 მეტრის შემდეგ მოძრაობა ნებადართულია, არაუმეტეს 50 კმ/სთ სიჩქარით✓ სწორი პასუხი

რატომ?

ნიშანი „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ კრძალავს მასზე მითითებულზე სწრაფ მოძრაობას. დაფა „მანძილი ობიექტამდე“ გიჩვენებს, რომ შეზღუდვა 300 მ-ის შემდეგ იწყება, ამიტომ მანამდე ჩვეულებრივად მოძრაობ, შემდეგ კი არაუმეტეს 50 კმ/სთ-ით.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.24 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშნი 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა” - კრძალავს მოძრაობას ნიშანზე აღნიშნულზე მეტი სიჩქარით(კმ/სთ). ამავე დანართის მე-8 თავის (დამატებითი ინფორმაციის ნიშნები (დაფები)) 8.1.1 პუნქტის თანახმად, დაფა 8.1.1 „მანძილი ობიექტამდე” - მიუთითებს მანძილს ნიშნიდან სახიფათო მონაკვეთის დასაწყისამდე, სათანადო შეზღუდვის შემოღების ადგილამდე ან წინ, მოძრაობის მიმართულებით არსებულ გარკვეულ ობიექტამდე (ადგილამდე).

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: დამატებითი ინფორმაციის ნიშნები