ბილეთი №1247 · გაჩერება დგომა
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:

- ამხოლოდ A ადგილას✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ B ადგილას
- გროგორც A, ასევე B ადგილას
რატომ?
ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“ გაჩერებასაც კრძალავს და დგომასაც. მისი ზონა მთავრდება იქ, სადაც დაფიანი განმეორებითი ნიშანი დგას, ამიტომ გაჩერება შეიძლება მხოლოდ ზონის გარეთ — ამ სიტუაციაში A ადგილას.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას. ამავე თავის შენიშვნის „ზ.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, 3.27–3.30 ნიშნების მოქმედების ზონა მცირდება, მათი მოქმედების ზონის ბოლოში 8.2.3 დაფიანი განმეორებითი 3.27–3.30 ნიშნების დადგმით ან 8.2.2 დაფის გამოყენებით, ან 7.4 „დგომის ადგილი“ ნიშნის 8.2.1 დაფით დადგმით.