ავტოსკოლა

ბილეთი №1262 · ამკრძალავი ნიშნები

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრით მითითებულ ადგილას ავტომობილის გაჩერება?

მოცემულ სიტუაციაში, ეკრძალება თუ არა მძღოლს ისრით მითითებულ ადგილას ავტომობილის გაჩერება?
  1. აეკრძალება✓ სწორი პასუხი
  2. ბარ ეკრძალება

რატომ?

ნიშანი „გაჩერება აკრძალულია“ გაჩერებასაც კრძალავს და დგომასაც და უახლოეს გზაჯვარედინამდე მოქმედებს. მიმდებარე ტერიტორიიდან გამოსასვლელი გზაჯვარედინად არ ითვლება და ნიშნის მოქმედებას არ წყვეტს, ამიტომ ისრით ნაჩვენებ ადგილას გაჩერება ეკრძალება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 პუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების როგორც გაჩერებას, ასევე დგომას. ამავე თავის შენიშვნის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად 3.26–3.30 ნიშნების მოქმედება ვრცელდება სათანადო ნიშნის შემდეგ, ნიშნის დადგმის ადგილიდან უახლოეს გზაჯვარედინამდე, ხოლო დასახლებულ პუნქტში გზაჯვარედინის არარსებობისას – დასახლებული პუნქტის ბოლომდე. ნიშნების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე მიმდებარე ტერიტორიის გამოსას¬ვლე¬ლთან, საველე, სატყეო და სხვა მეორეხარისხოვანი გზების გადაკვეთასთან (შეერთებასთან), რომელთა წინ არ დგას სათანადო ნიშანი. ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-13 პუნქტის თანახმად, გზაჯვარედინი არის ერთ დონეზე გზების კვეთა, შეერთება ან განშტოება, ასეთი კვეთით, შეერთებით ან განშტოებით წარმოქმნილი ტერიტორიების ჩათვლით. გზაჯვარედინად არ ითვლება მიმდებარე ტერიტორიებიდან გამომავალი გამოსასვლელების გზებთან კვეთა.

უფრო დაწვრილებით: საგზაო ნიშნების ჯგუფები: როგორ ამოვიცნოთ ნიშანი ფორმითა და ფერით

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ამკრძალავი ნიშნები