ავტოსკოლა

ბილეთი №1263 · გაჩერება დგომა

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:

მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:
  1. ამხოლოდ A ადგილას✓ სწორი პასუხი
  2. ბმხოლოდ B ადგილას
  3. გარც A და ასევე არც B ადგილას

რატომ?

ყვითელი უწყვეტი ხაზი სავალი ნაწილის ნაპირთან გაჩერების აკრძალვას აღნიშნავს, ხშირად ნიშან „გაჩერება აკრძალულია“-სთან ერთად. აკრძალვის ზონა ხაზის სიგრძით განისაზღვრება, ამიტომ გაჩერება შეიძლება მხოლოდ იქ, სადაც ხაზი არ არის — აქ A ადგილას.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 დანართის პირველი თავის (ჰორიზონტალური მონიშვნა) 1.4 პუნქტის თანახმად, საგზაო მონიშვნა 1.4 მთლიანი ყვითელი ხაზი აღნიშნავს ადგილს, სადაც აკრძალულია გაჩერება; გამოი¬ყენება დამოუკიდებლად ან 3.27 ნიშანთან ერთად; იხაზება სავალი ნაწილის ნაპირთან ან ბორდიურზე ზემოდან. ამავე კანონის პირველი დანართის მე-3 თავის (ამკრძალავი ნიშნები) 3.27 პუნქტის და ამავე თავის შენიშვნის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, საგზაო ნიშანი 3.27 „გაჩერება აკრძალულია” - კრძალავს სატრანსპორტო საშუალების, როგორც გაჩერებას, ასევე დგომას. 3.27 ნიშნის გამოყენება შეიძლება 1.4 მონიშვნასთან, ხოლო 3.28 ნიშნისა – 1.10 მონიშვნასთან ერთად. ამასთანავე, ნიშნების მოქმედების ზონა მონიშვნის ხაზის სიგრძით განისაზღვრება.

ნიშნები ამ ბილეთში

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: გაჩერება დგომა