ბილეთი №1269 · გაჩერება დგომა
მსუბუქი ავტომობილის მძღოლს უფლება აქვს გაჩერდეს:

- ამხოლოდ A ადგილას
- ბმხოლოდ B ადგილას✓ სწორი პასუხი
- გროგორც A ადგილას, B ასევე ადგილას
რატომ?
გაჩერება აკრძალულია ქვეითთა გადასასვლელზე და მის წინ 5 მ-ზე ახლოს, ასევე გზაჯვარედინზე და მისი ნაპირებიდან 5 მ-ზე ახლოს. ამიტომ გაჩერება შეიძლება მხოლოდ ამ ზონებს მოშორებით — აქ B ადგილას.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-6 პუნქტის „ა.ა“ და „ა.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გაჩერება გზის სავალ ნაწილზე: ა.ა) ქვეითთა და ველოსიპედისტთა გადასასვლელებზე და მათ წინ 5 მეტრზე ახლოს; ა.გ) სავალი ნაწილების გადაკვეთაზე, აგრეთვე მათი გადაკვეთის ნაპირებიდან 5 მეტრზე ახლოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა გაჩერება ხდება იმ გვერდითი გასასვლელების მოპირდაპირე სამმხრივ გადაკვეთებზე (გზაჯვარედინებზე), რომლებზედაც მონიშვნის უწყვეტი ხაზი ან გამყოფი ზოლია.