ავტოსკოლა

ბილეთი №1310 · რკინიგზის გადასასვლელი

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, შეწყვილებული თვლები ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ მათი დისკების სავენტილაციო ნახვრეტების მდგომარეობა უზრუნველყოფდეს:

  1. ასაბურავების როგორც დაბერვის, ისე წნევის გაზომვის შესაძლებლობას✓ სწორი პასუხი
  2. ბმხოლოდ საბურავების წნევის გაზომვის შესაძლებლობას
  3. გმხოლოდ საბურავების დაბერვის შესაძლებლობას

რატომ?

შეწყვილებული თვლები ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ დისკების სავენტილაციო ნახვრეტებით საბურავების დაბერვაც შეგეძლოს და წნევის გაზომვაც. ასე წნევას მარტივად აკონტროლებ.

კანონის ტექსტი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, შეწყვილებული თვლები ისე უნდა იყოს დაყენებული, რომ მათი დისკების სავენტილაციო ნახვრეტების მდგომარეობა უზრუნველყოფდეს საბურავების როგორც დაბერვის, ისე წნევის გაზომვის შესაძლებლობას.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: რკინიგზის გადასასვლელი