ბილეთი №1311 · რკინიგზის გადასასვლელი
ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად სავალდებულოა მუშა მდგომარეობაში იყოს სატრანსპორტო საშუალების:
- ამხოლოდ კარების მართვის ამძრავი და საკეტები
- ბმხოლოდ სატვირთო პლატფორმის ბორტების ჩამრაზი
- გმხოლოდ ცისტერნის ჩასასხმელის ჩამრაზი
- დამ ბილეთში ჩამოთვლილი ყველა მოწყობილობა✓ სწორი პასუხი
რატომ?
მუშა მდგომარეობაში უნდა იყოს კარის საკეტები, ბორტის ჩამრაზი, ცისტერნის ჩასასხმელის ჩამრაზი, სავარძლების ფიქსაციისა და რეგულირების მექანიზმები, ხმოვანი სიგნალი, საქარე მინის გაქრევისა და გათბობის მოწყობილობა. ამიტომ ყველა ეს მოწყობილობა გამართული უნდა იყოს.
კანონის ტექსტი
„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-9 მუხლის მე-19 პუნქტის თანახმად, „ავტოსატრანსპორტო საშუალების კარების საკეტები, სატვირთო პლატფორმის ბორტის ჩამრაზი, ცისტერნების ჩასასხმელის ჩამრაზი, მძღოლთა და მგზავრთა სავარძლების ფიქსირებისა და რეგულირების მექანიზმები, ხმოვანი სიგნალი, საქარე მინის გაქრევისა და გათბობის მოწყობილობა, დამამზადებლის მიერ გათვალისწინებული გატაცების საწინააღმდეგო მოწყობილობა, კარების ავარიული გამომრთველი და გაჩერების მანიშნებელი სიგნალი, ავტობუსების ავარიული გამოსასვლელები და მათი მოქმედებაში მომყვანი მოწყობილობა, ავტობუსის სალონის შიგა განათების ჩამრთველები, კარების მართვის ამძრავი და მათი მუშაობის სიგნალიზაცია უნდა იყოს მუშა მდგომარეობაში.