ავტოსკოლა

ბილეთი №1326 · მოძრაობის უსაფრთხოება

მოსახვევში მოძრაობისას მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება:

  1. აავტომობილის მოხვევის რადიუსი
  2. ბავტომობილის დინამიკური დერეფანი✓ სწორი პასუხი
  3. გავტომობილის დასაშვები ინტერვალი

რატომ?

მოსახვევში მანქანის წინა და უკანა თვლები სხვადასხვა რკალს გადიან, ამიტომ მისთვის საჭირო ზოლი ფართოვდება. წინა თვლის რადიუსსა და უკანა თვლის რადიუსს შორის სხვაობას ავტომობილის დინამიკური დერეფანი ჰქვია. სატვირთოსა და ავტობუსისთვის ის განსაკუთრებით დიდია.

კანონის ტექსტი

მოსახვევში მოძრაობისას სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსების მოძრაობისათვის საჭირო ზოლი მნიშვნელოვნად ფართოვდება. მოხვევისას ავტომობილის წინა თვლები იკავებს მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს, ხოლო ავტომობილის ან მისაბმელის უკანა თვლები მოხვევის ცენტრის მხარეს. მოხვევის ცენტრის საწინააღმდეგო მხარეს მოძრავი წინა და მოხვევის მხარეს მოძრავი უკანა თვლებამდე მოხვევის ცენტრიდან გავლებული რადიუსების სხვაობას ეწოდება ავტომობილის დინამიკური დერეფანი.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება