ავტოსკოლა

ბილეთი №1327 · უწესივრობა და მართვის პირობები

ავტოსატრანსპორტო საშუალებათა მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნების თანახმად, ქვემოთ ჩამოთვლილი სამუხრუჭო სისტემის, რომელი გაუმართაობაა დაუშვებელი?

  1. ამხოლოდ ხელით მართვადი მუხრუჭის საკონტროლო სარქველის არადამაკმაყოფილებელი მოქმედება, გაჟონვა, მისი მაკონტროლებლის დაზიანება, დეფორმირება ან ზედმეტი ცვეთა
  2. ბამ ბილეთში ჩამოთვლილი ნებისმიერი გაუმართაობა✓ სწორი პასუხი
  3. გმხოლოდ ხელის მუხრუჭის ხრუტუნა მექანიზმის გაუმართაობა, ბერკეტის ზედმეტი სვლა

რატომ?

სამუხრუჭე სისტემის ისეთი გაუმართაობა, როგორიცაა ხელით მართვადი მუხრუჭის საკონტროლო სარქვლის არადამაკმაყოფილებელი მოქმედება ან გაჟონვა, ან ხელის მუხრუჭის მექანიზმის გაუმართაობა, დაუშვებელია. ამიტომ ყველა ჩამოთვლილი გაუმართაობა დაუშვებელია.

კანონის ტექსტი

„ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმართ წაყენებული ტექნიკური მოთხოვნები, რომლებთან შესაბამისობის დადგენის მიზნითაც ტარდება გზისთვის ვარგისობაზე ტესტირება და მისი ჩატარების მეთოდების“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვარის №30 დადგენილებთ დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის მე-4 მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების თანახმად: 15. დაუშვებელია ხელით მართვადი მუხრუჭის საკონტროლო სარქველის არადამაკმაყოფილებელი მოქმედება, გაჟონვა, მისი მაკონტროლებლის დაზიანება, დეფორმირება ან ზედმეტი ცვეთა. 16. დაუშვებელია ხელის მუხრუჭის ხრუტუნა მექანიზმის გაუმართაობა, ბერკეტის ზედმეტი სვლა.

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: უწესივრობა და მართვის პირობები