ბილეთი №1584 · სამედიცინო დახმარება
რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ სარგებლობს უპირატესობით ავტობუსის მძღოლი, ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
- ბროგორც მსუბუქი ავტომობილის მძღოლის, ასევე სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი
- გმხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
რატომ?
მარცხნივ მოხვევისას საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს უთმობ, მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი კი მთავარიდან მომავალს უთმობს. ამ სიტუაციაში ავტობუსს უპირატესობა აქვს მსუბუქისა და სატვირთოს მიმართ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.