ბილეთი №1583 · სამედიცინო დახმარება
რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება სატვირთო ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- აროგორც მსუბუქი ავტომობილის მძღოლის, ასევე ავტობუსის მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
- გმხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ
რატომ?
მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი მთავარიდან მომავალს უთმობს, მარცხნივ მოხვევისას კი საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს უთმობ. ამ წესებით სატვირთომ გზა მსუბუქსაც და ავტობუსსაც უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.