ავტოსკოლა

ბილეთი №1589 · სამედიცინო დახმარება

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება სატვირთო ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში თუ ოპერატიული სამსახურის ავტომობილს ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა და ხმოვანი სიგნალები?

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება სატვირთო ავტომობილის მძღოლს ისრის…
  1. ამხოლოდ ოპერატიული სამსახურის ავტომობილის მძღოლის მიმართ
  2. ბმხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
  3. გროგორც ოპერატიული სამსახურის ავტომობილის, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი

რატომ?

მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი მთავარიდან მომავალს უთმობს, ლურჯი ციმციმა და ხმოვანი სიგნალი ჩართულ ოპერატიულ მანქანასაც ყველა გზას უთმობს. ამიტომ სატვირთომ გზა ოპერატიული სამსახურის მანქანასაც უნდა დაუთმოს და მსუბუქსაც.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ქვეპუნქტის თანახმად,არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა. ამავე კანონის 51-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საგზაო მოძრაობის მონაწილეები ვალდებული არიან, ოპერატიული ან სპეციალური სამსახურის სატრანსპორტო საშუალების მოახლოებისას, რომელსაც ჩართული აქვს ლურჯი მოელვარე სპეციალური ციმციმა სიგნალი და ხმოვანი სიგნალი ან/და რომელიც ხმამაღლამოლაპარაკე ხელსაწყოთი იძლევა სიგნალს, მას, აგრეთვე მის მიერ გასაცილებელ სატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც ჩართული აქვს ახლო განათების ფარები, გაუთავისუფლონ სავალ ნაწილზე ადგილი, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში − გაჩერდნენ.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სამედიცინო დახმარება