ბილეთი №1608 · მოძრაობის უსაფრთხოება
ჩამოთვლილიდან რამ შეიძლება გამოიწვიოს სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება?
- ამხოლოდ იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას
- ბმხოლოდ ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ
- გმხოლოდ ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ
- დამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა გარემოებამ✓ სწორი პასუხი
რატომ?
მართვის უნარს აუარესებს რეაქციისა და ყურადღების შემამცირებელი წამალი, ძლიერი დაღლა ან უძილობა, ასევე ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული თრობა. ყველა ეს გარემოება საშიშია, ამიტომ ასეთ მდგომარეობაში საჭესთან ნუ დაჯდები.
კანონის ტექსტი
სატრანსპორტო საშუალების მართვის უნარის გაუარესება შეიძლება გამოიწვიოს როგორც იმ სამკურნალო პრეპარატის მიღებამ, რომელიც აქვეითებს რეაქციას და ყურადღებას, ასევე ძლიერმა დაღლილობამ ან უძილობამ და ალკოჰოლურმა, ნარკოტიკულმა ან ფსიქოტროპულმა თრობამ.