ბილეთი №1607 · სამედიცინო დახმარება
რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება სატვირთო ავტომობილის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
- ბმხოლოდ ყვითელი ავტომობილის მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი
- გროგორც მსუბუქი, ასევე ყვითელი ავტომობილის მძღოლების მიმართ
რატომ?
მთავარი გზა მეორეხარისხოვანზე ადრე გადის, თანაბარ გზებზე კი ურელსო მძღოლი მარჯვნიდან მოახლოებულს უთმობს. ამ წესებით სატვირთომ გზა მხოლოდ ყვითელ ავტომობილს უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას.