ბილეთი №1614 · სამედიცინო დახმარება
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ ტრამვაის მძღოლის მიმართ
- ბმხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
- გროგორც ტრამვაის, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მიმართ✓ სწორი პასუხი
- დარცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ
რატომ?
თანაბარმნიშვნელოვან გზაჯვარედინზე ურელსო მძღოლი გზას უთმობს მარჯვნიდან მოახლოებულს, ტრამვაის კი, როგორც რელსიან ტრანსპორტს, მიმართულების მიუხედავად უპირატესობა აქვს. ამიტომ მოტოციკლმა გზა ტრამვაისაც უნდა დაუთმოს და მსუბუქსაც.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც. ასეთ გზაჯვარედინზე რელსიან სატრანსპორტო საშუალებას უპირატესობა აქვს ურელსო სატრანსპორტო საშუალების მიმართ, მიუხედავად მისი მოძრაობის მიმართულებისა.