ავტოსკოლა

ბილეთი №1615 · სამედიცინო დახმარება

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის…
  1. ამხოლოდ ტრამვაის და მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მიმართ
  2. ბმხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ
  3. გარცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლების მიმართ✓ სწორი პასუხი
  4. დროგორც ავტობუსის, ასევე ტრამვაის და მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მიმართ

რატომ?

მთავარ გზაზე მოძრავს მეორეხარისხოვანი გზიდან მომავალი უთმობს. თუ მთავარი გზა მიმართულებას იცვლის, მასზე მოძრავები ერთმანეთს თანაბარი გზების წესით უთმობენ. ამ წესებით მოტოციკლს არავისთვის უწევს გზის დათმობა.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სამედიცინო დახმარება