ბილეთი №86 · გზაჯვარედინის გავლა
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
- გროგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილების მძღოლების მიმართ
რატომ?
მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას გზას უთმობ საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს, მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი კი მთავარიდან მომავალს უთმობს. ამ წესებით მოტოციკლის მძღოლმა გზა მხოლოდ მსუბუქს უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; დ) მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრა¬ნსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს თანაბარ¬მნიშვნელოვან გზაზე საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.
უფრო დაწვრილებით: გზაჯვარედინის წესები მარტივად: ვინ გადის პირველი