ავტოსკოლა

ბილეთი №1629 · სამედიცინო დახმარება

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით…
  1. ამხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
  2. ბმხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი
  3. გროგორც მსუბუქი, ასევე სატვირთო ავტომობილის მძღოლების მიმართ

რატომ?

მწვანე სიგნალზე მარცხნივ მოხვევისას საპირისპირო მხრიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მიმავალს უთმობ, დამატებით სექციაში ისრით მოძრავი კი სხვა მიმართულებიდან მოძრავს უთმობს. ამ წესებით მოტოციკლმა გზა მხოლოდ სატვირთოს უნდა დაუთმოს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, რეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) შუქნიშნის მწვანე სიგნალის ჩართვის დროს მარცხნივ მოხვევისას ან მობრუნებისას ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს საპირისპირო მიმართულებიდან პირდაპირ ან მარჯვნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მოძრავი ტრამვაის მძღოლებმაც; ბ) შუქნიშნის დამატებით სექციაში ძირითად ყვითელ ან წითელ მაშუქ სიგნალთან ერთად ჩართული ისრის მიმართულებით მოძრაო¬ბისას სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს სხვა მიმართულებიდან მოძრავ სატრანსპორტო საშუალებას.

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სამედიცინო დახმარება