ბილეთი №1631 · სამედიცინო დახმარება
რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

- ამხოლოდ ავტობუსის მძღოლის მიმართ✓ სწორი პასუხი
- ბმხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
- გროგორც ავტობუსის, ასევე მსუბუქი ავტომობილის მძღოლების მიმართ
რატომ?
მთავარ გზაზე მოძრავი მეორეხარისხოვანზე ადრე გადის. თუ მთავარი გზა მიმართულებას იცვლის, მასზე მოძრავები ერთმანეთს თანაბარი გზების წესით უთმობენ. ამ წესებით მოტოციკლმა გზა მხოლოდ ავტობუსს უნდა დაუთმოს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე: ა) არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა; ბ) თუ გზაჯვარედინზე მთავარი გზა იცვლის მიმართულებას, ამ გზაზე მოძრავმა მძღოლებმა ურთიერთშორის უნდა იხელმძღვანელონ თანაბარმნიშვნელოვანი გზების გავლის წესებით. ამავე წესებით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავმა მძღოლებმაც; გ) თანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე ურელსო სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მარჯვნიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას. ამავე წესით უნდა იხელმძღვანელონ ურთიერთშორის რელსიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმაც.