ავტოსკოლა

ბილეთი №1611 · სამედიცინო დახმარება

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით მოძრაობის შემთხვევაში?

რომელი ავტომობილის მძღოლის მიმართ წარმოექმნება გზის დათმობის ვალდებულება მოტოციკლის მძღოლს ისრის მიმართულებით…
  1. ამხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლის მიმართ
  2. ბმხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლის მიმართ
  3. გარცერთი ავტომობილის მძღოლების მიმართ✓ სწორი პასუხი

რატომ?

მთავარ გზაზე მოძრავს მეორეხარისხოვანი გზიდან მომავალი უთმობს. ამ სიტუაციაში მოტოციკლი მთავარ გზაზეა, ამიტომ გზის დათმობა მას არავისთვის არ უწევს.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, არარეგულირებულ გზაჯვარედინზე, არათანაბარმნიშვნელოვანი გზების გადაკვეთაზე მეორეხარისხოვან გზაზე მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი ვალდებულია გზა დაუთმოს მთავარი გზიდან მოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებას, მიუხედავად მისი შემდგომი მოძრაობის მიმართულებისა.

იგივე კითხვა — სხვა სიტუაცია

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: სამედიცინო დახმარება