ბილეთი №1670 · მოძრაობის უსაფრთხოება
აქვს თუ არა უფლება გამგზავნს მოსთხოვოს გადამზიდველს ტვირთის წონის ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობის გადამოწმება?
- ააქვს უფლება✓ სწორი პასუხი
- ბარ აქვს უფლება
- გაქვს უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულს ითვალისწინებს გადაზიდვის ხელშეკრულება
რატომ?
გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს ტვირთის წონის ან რაოდენობის გადამოწმება. გადამზიდველს უფლება აქვს ამ შემოწმების ხარჯები მოითხოვოს, შედეგი კი ზედნადებში უნდა ჩაიწეროს.
კანონის ტექსტი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში.