ბილეთი №1671 · მოძრაობის უსაფრთხოება
აქვს თუ არა უფლება გამგზავნს მოსთხოვოს გადამზიდველს გადასაზიდი ტვირთის შემცველობის გადამოწმება?
- აარ აქვს უფლება
- ბაქვს უფლება✓ სწორი პასუხი
- გაქვს უფლება, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულს ითვალისწინებს გადაზიდვის ხელშეკრულება
რატომ?
გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობის შემოწმებაც. გადამზიდველს ამ შემოწმების ხარჯების ანაზღაურება შეუძლია მოითხოვოს, შედეგი კი ზედნადებში უნდა ჩაიწეროს.
კანონის ტექსტი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 676-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამგზავნს შეუძლია გადამზიდველს მოსთხოვოს, რომ გადამზიდველმა გადაამოწმოს ტვირთის წონა ან მისი სხვაგვარად მოცემული რაოდენობა. მას შეუძლია ასევე მოითხოვოს, რომ გადამზიდველმა შეამოწმოს გადასაზიდი ტვირთის შემცველობა. გადამზიდველს უფლება აქვს მოითხოვოს ამ შემოწმებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურება. გადამოწმების შედეგები უნდა აღინიშნოს ზედნადებში.