ავტოსკოლა

ბილეთი №1689 · მოძრაობის უსაფრთხოება

ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება:

  1. ამიმღების მიერ განხორციელებული რეკლამაციის (პრეტენზიის) დღიდან
  2. ბტვირთის გამოგზავნის დღიდან✓ სწორი პასუხი
  3. გტვირთის დაკარგვის ან დაზიანების დღიდან, ხოლო ვადის გადაცილების შემთხვევაში - ტვირთის ჩაბარებისათვის დადგენილ დღიდან

რატომ?

ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას უფლებების ხანდაზმულობის ვადა ტვირთის გამოგზავნის დღიდან იწყება. ეს ვადა ერთი წელია, განზრახვისას ან უხეში გაუფრთხილებლობისას კი სამი წელი.

კანონის ტექსტი

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს. ხანდაზმულობის ვადის დენა იწყება ტვირთის ნაწილობრივ დაკარგვის, დაზიანების ან ჩაბარების ვადის გადაცილებისას - მისი გამოგზავნის დღიდან.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის უსაფრთხოება