ბილეთი №1690 · მოძრაობის უსაფრთხოება
განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას, გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს:
- აერთ წელს
- ბორ წელს
- გსამ წელს✓ სწორი პასუხი
- დხუთ წელს
რატომ?
განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას გადაზიდვიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა სამი წელია, სხვა შემთხვევაში კი ერთი წელი.
კანონის ტექსტი
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 699-ე მუხლის თანახმად, ამ თავში მოწესრიგებული გადაზიდვებიდან გამომდინარე უფლებების ხანდაზმულობის ვადა არის ერთი წელი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობისას ეს ვადა შეადგენს სამ წელს.