ავტოსკოლა

ბილეთი №1711 · ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის გამოიწვევს:

  1. ასატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით✓ სწორი პასუხი
  2. ბსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით
  3. გსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრის/მფლობელის 1000 ლარის ოდენობითა, ხოლო ექსპლუატაციის განმაცორციელებელი პირის მიმართ სიტყვიერ გაფრთხილებას

რატომ?

მართვის უფლების გარეშე ან სხვა დარღვევისთვის შეჩერებული უფლებით მართვა ექსპლუატაციის განმახორციელებელ პირს 500 ლარით ჯარიმას გამოიწვევს.

კანონის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 121-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მართვა პირის მიერ, რომელსაც არ აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება შეჩერებული აქვს სხვა დარღვევისათვის, - გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის განმახორციელებელი პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ადმინისტრაციული კანონი