ავტოსკოლა

ბილეთი №1712 · ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა გამოიწვევს:

  1. აადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით
  2. ბდაჯარიმებას 100 ლარის ოდენობითა და სიტყვიერ გაფრთხილებას
  3. გდაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით✓ სწორი პასუხი

რატომ?

გაუქმებული მართვის მოწმობით სარგებლობა 150 ლარით ჯარიმდება. იგივე ჯარიმა ემუქრება დაკარგული და მის სანაცვლოდ გაცემული მოწმობების ერთდროულად გამოყენებას.

კანონის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1211-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ ადრე დაკარგული ან დაზიანებული და მის სანაცვლოდ გაცემული სატრანსპორტო საშუალებათა მართვის მოწმობებით ერთდროულად სარგებლობა ან გაუქმებული სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობით უკანონოდ სარგებლობა ან/და პირის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის დაკარგვის, დაზიანების ან განადგურების შესახებ უფლებამოსილი ორგანოსათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდება სანაცვლო სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მიღების მიზნით – გამოიწვევს დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ადმინისტრაციული კანონი