ავტოსკოლა

ბილეთი №1715 · ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, გამოიწვევს:

  1. ადაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით✓ სწორი პასუხი
  2. ბდაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 3 წლით შეჩერებას
  3. გდაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით

რატომ?

პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა მანქანის გაჩერებაზე 300 ლარით ჯარიმდება (ან მართვის უფლების 1 წლით შეჩერებით). პოლიციელი უსაფრთხოებას იცავს და მისი მოთხოვნა სავალდებულოა.

კანონის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 123-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების გაჩერების შესახებ იმ პოლიციელის მოთხოვნის შეუსრულებლობა, რომელიც უზრუნველყოფს საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უსაფრთხოებას და ზედამხედველობს საგზაო მოძრაობის წესების დაცვას, - გამოიწვევს დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ადმინისტრაციული კანონი