ავტოსკოლა

ბილეთი №1719 · ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, იწვევს:

  1. ადაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით✓ სწორი პასუხი
  2. ბდაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას
  3. გდაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით და ადმინისტრაციულ პატიმრობას 15 დღემდე ვადით

რატომ?

თუ დადგენილი სიჩქარის 15 კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბებამ მსუბუქი დაზიანება გამოიწვია, ჯარიმა 500 ლარია. დაზიანება შეიძლება შეეხოს მანქანას, ტვირთს, გზას, ნაგებობას, სხვა ქონებას ან ადამიანის სხეულს.

კანონის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევა (სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება 15 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით), რომელსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, –გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების 1 წლით შეჩერებას.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ადმინისტრაციული კანონი