ბილეთი №1720 · ადმინისტრაციული კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან საგზაო მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, გამოიწვევს:
- ასიტყვიერ გაფრთხილებას
- ბდაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით
- გდაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით✓ სწორი პასუხი
რატომ?
საგზაო ნიშნის ან მონიშვნის, ბუქსირების, სანათი ხელსაწყოების, ხმოვანი სიგნალის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელი ზონის, სამარშრუტო ტრანსპორტის პრიორიტეტისა და საჭაპანო ტრანსპორტის წესების დარღვევა, თუ ის მოძრაობას აფერხებს ან უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის, 20 ლარით ჯარიმდება.
კანონის ტექსტი
საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, მძღოლის მიერ ქვეითთა გადასასვლელის გავლის, საგზაო ნიშნის ან საგზაო მონიშვნის, ბუქსირების, გარე სანათი ხელსაწყოთი, ხმოვანი სიგნალით ან საავარიო შუქსიგნალიზაციით სარგებლობის, სასწავლო სვლის, საცხოვრებელ ზონაში ან გზაზე მოძრაობის წესების, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის პრიორიტეტის ან/და საჭაპანო ტრანსპორტის მართვის წესების დარღვევა, ან მოტოციკლით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჯგუფურ მოძრაობაში მონაწილეობა, რაც აფერხებს საგზაო მოძრაობას ან საშიშროებას უქმნის მოძრაობის უსაფრთხოებას, –გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით.