ავტოსკოლა

ბილეთი №1723 · ადმინისტრაციული კანონი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა გამოიწვევს:

  1. ასატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით
  2. ბდაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით✓ სწორი პასუხი
  3. გდაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით ან სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 3 თვის ვადით

რატომ?

გავლის უპირატესობის მქონე ტრანსპორტისთვის დაბრკოლების შექმნა 50 ლარით ჯარიმდება. იგივე ჯარიმა ემუქრება გასწრების, გზაჯვარედინისა და რკინიგზის გადასასვლელის გავლის წესების დარღვევას.

კანონის ტექსტი

საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, მარეგულირებლის ან შუქნიშნის ამკრძალავ ნიშანზე გავლის წესების, პრიორიტეტული („დაუთმე გზა“, „მოძრაობა გაუჩერებლად აკრძალულია“) ან ამკრძალავი („შესვლა აკრძალულია“, „მოძრაობა აკრძალულია“) ნიშნის მოთხოვნის დაუცველობა, გასწრების, გზაჯვარედინის, რკინიგზაზე გადასასვლელის გავლის წესების დარღვევა, გავლის უპირატესობის მქონე სატრანსპორტო საშუალებისათვის დაბრკოლების შექმნა – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით.

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: ადმინისტრაციული კანონი