ავტოსკოლა

ბილეთი №1797 · უწესივრობა და მართვის პირობები

გარდა შემთხვევებისა, როცა აუცილებელია ხელით მისცენ მანევრის შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალები, მოპედის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ:

  1. ასაჭე ორივე ხელით არ უჭირავთ✓ სწორი პასუხი
  2. ბსაჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ

რატომ?

მოპედის მძღოლს მოძრაობისას საჭე ორივე ხელით უნდა ეჭიროს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მანევრის სიგნალი ხელით უნდა მისცეს. ორ ხელს ორთვლიანის მართვა და წონასწორობა სჭირდება.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგისა და მსუბუქი კვადროციკლის მძღოლებს ეკრძალებათ გადაადგილება, თუ საჭე ერთი ხელით მაინც არ უჭირავთ. აკრძალულია ველოსიპედის, თოვლმავლის, მოტოციგის, მსუბუქი კვადროციკლისა და ორბორბლიანი ელექტროთვითმგორავის ბუქსირება ან აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებით სხვა სატრანსპორტო საშუალების ბუქსირება (გარდა ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა), იმ ტვირთის გადაზიდვა, რომელიც გაბარიტების გარეთ სიგანეზე ან სიგრძეზე 0,5 მეტრზე მეტადაა გადმოშვერილი, ან ისეთი საგნის გადატანა/მიწოლა, რომელსაც შეუძლია მძღოლს მართვაში ხელი შეუშალოს ან საფრთხე შეუქმნას სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეს. ეს წესი გამოიყენება აგრეთვე მოტოციკლისა და მოპედის მძღოლების მიმართ, მაგრამ, ამასთანავე, მათ საჭე ორივე ხელით უნდა ეჭიროთ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აუცილებელია ამ კანონით განსაზღვრული მანევრის შესრულებასთან დაკავშირებული სიგნალების ხელით მიცემა

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: უწესივრობა და მართვის პირობები