ბილეთი №848 · უწესივრობა და მართვის პირობები
აქვს თუ არა უფლება ქვეითს სავალ ნაწილზე გადასვლისას გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების წინა მხრიდან?
- აარა აქვს უფლება
- ბაქვს უფლება, თუ დარწმუნდება მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების არარსებობაში✓ სწორი პასუხი
- გაქვს უფლება მხოლოდ ცალმხრივმოძრაობიან გზებზე
რატომ?
ქვეითი არ უნდა გამოვიდეს გაჩერებული მანქანის წინა მხრიდან, სანამ არ დარწმუნდება, რომ მოახლოებული მანქანა არ არის. გაჩერებული მანქანა მომავალ მძღოლს ქვეითის დანახვას უშლის.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-24 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, გზის სავალ ნაწილზე გადასვლისას ქვეითი არ უნდა გამოვიდეს გაჩერებული სატრანსპორტო საშუალების ან ხილვადობის შემზღუდველი სხვა დაბრკოლების წინა მხრიდან, ვიდრე არ დარწმუნდება მოახლოებული სატრანსპორტო საშუალების არარსებობაში.