ბილეთი №204 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
მგზავრს ეკრძალება:
- ამხოლოდ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა
- ბმხოლოდ მძღოლისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვაში ხელის შეშლა
- გროგორც მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა, ასევე მძღოლისათვის სატრანსპორტო საშუალების მართვაში ხელის შეშლა✓ სწორი პასუხი
რატომ?
მგზავრს ეკრძალება მოძრავი მანქანის მძღოლის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა და მძღოლისთვის მართვაში ხელის შეშლა. მძღოლის წამიერი გაფანტვაც კი ავარიის მიზეზი შეიძლება გახდეს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების თანახმად, მგზავრს ეკრძალება: ა) მოძრავი სატ¬რანსპორტო საშუალების მართვისას მძღოლის ყურადღების სხვა რამეზე გადატანა; ბ) მძღოლისათვის სატ¬რანსპორტო საშუალების მართვაში ხელის შეშლა.