ბილეთი №260 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
თუ გადასასვლელზე არ არსებობს ან არ მუშაობს ქვეითებისთვის განკუთვნილი შუქნიშანი, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობა სატრანსპორტო შუქნიშნის მეშვეობით რეგულირდება, ქვეითი გზის სავალ ნაწილზე არ უნდა გადავიდეს:
- ამოახლოებულ სატრანსპორტო საშუალებამდე მანძილის, მისი სიჩქარის განსაზღვრისა და გადასვლის უსაფრთხოებაში დარწმუნებამდე
- ბვიდრე შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ამ სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უფლებას იძლევა✓ სწორი პასუხი
რატომ?
თუ გადასასვლელზე ქვეითთა შუქნიშანი არ არის ან არ მუშაობს, მაგრამ მანქანებს შუქნიშანი არეგულირებს, ქვეითმა სავალ ნაწილზე გადასვლამდე შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალებს უნდა დაელოდოს და მხოლოდ მაშინ გადავიდეს, როცა ისინი ამ სავალ ნაწილზე მოძრაობის უფლებას იძლევიან.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქვეითთა გადასასვლელზე გადასვლისას, თუ გადასასვლელზე არ არსებობს, ან არ მუშაობს ქვეითთათვის განკუთვნილი შუქნიშანი, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის რეგულირება ხორციელდება სატრანსპორტო შუქნიშნით მეშვეობით, ქვეითი არ უნდა გადავიდეს გზის სავალ ნაწილზე, ვიდრე შუქნიშნის ან მარეგულირებლის სიგნალები ამ სავალ ნაწილზე სატრანსპორტო საშუალებათა მოძრაობის უფლებას იძლევა.