ბილეთი №219 · მოძრაობის უსაფრთხოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების გარდა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ:
- ამხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა
- ბმხოლოდ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წევრებმა
- გმხოლოდ ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა (თანმხლებმა)
- დამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა პირმა✓ სწორი პასუხი
რატომ?
მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა შეიძლება არეგულირებდეს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილი პირი მისი კოლონის გადაადგილებისას, სასწრაფოს ბრიგადის წევრი დახმარების გაწევისას და ბავშვთა ჯგუფის გამცილებელი. ამიტომ სამივე მათგანის სიგნალს უნდა დაემორჩილო.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ/განახორციელოს: ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილმა პირებმა − საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი სატრანსპორტო კოლონების გადაადგილებისას; დ) სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრებმა − სასწრაფო სამედიცინო დახმარების გაწევისას; ე) ბავშვთა ჯგუფის გამცილებელმა (თანმხლებმა) − ბავშვების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.