ბილეთი №220 · მოძრაობის უსაფრთხოება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირების გარდა, კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ:
- ამხოლოდ მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში
- ბმხოლოდ რკინიგზის თანამშრომლებმა
- გმხოლოდ საბორნე გადაზიდვის ორგანიზატორებმა
- დამ ბილეთში ჩამოთვლილმა ნებისმიერმა პირმა✓ სწორი პასუხი
რატომ?
მოძრაობას შეიძლება არეგულირებდეს აგრეთვე მაშველი სამაშველო სამუშაოების დროს, რკინიგზის თანამშრომელი რკინიგზის გადასასვლელზე და საბორანე გადაზიდვის ორგანიზატორი ნავსადგურში. ამიტომ სამივე მათგანის მოთხოვნას უნდა დაემორჩილო.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტების თანახმად, საგზაო მოძრაობას არეგულირებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი პირები. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში საგზაო მოძრაობის რეგულირება აგრეთვე შეიძლება განახორციელონ/განახორციელოს: გ) მაშველებმა და პირებმა, რომლებიც მონაწილეობენ სამაშველო სამუშაოებში, − სამაშველო სამუშაოების შესრულების უზრუნველსაყოფად; ვ) რკინიგზის თანამშრომლებმა - რკინიგზის გადასასვლელზე; ზ) საბორანე გადაზიდვის ორგანიზატორებმა - ნავსადგურში.