ავტოსკოლა

ბილეთი №257 · მოძრაობის სიჩქარე

მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, მისაბმელის გარეშე, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა ნებადართულია არაუმეტეს:

მოცემული საგზაო ნიშნის მოქმედების ზონაში, მისაბმელის გარეშე, „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობა…
  1. ა110 კმ/სთ სიჩქარით✓ სწორი პასუხი
  2. ბ90 კმ/სთ სიჩქარით
  3. გ70 კმ/სთ სიჩქარით

რატომ?

ნიშანი „ავტომაგისტრალი“ გეუბნება, რომ აქ ავტომაგისტრალზე მოძრაობის წესები მოქმედებს. მისაბმელის გარეშე „B“ კატეგორიის ავტომობილს ავტომაგისტრალზე 110 კმ/სთ-მდე შეუძლია, სხვა გზაზე კი ზღვარი უფრო დაბალია.

კანონის ტექსტი

„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი დანართის 5.1 პუნქტის თანახმად საგზაო ნიშანი 5.1 „ავტომაგისტრალი” - ავტომაგისტრალი, რომელზედაც მოქმედებს ავტომა¬გისტრალზე მოძრაობის მომწესრიგებელი ნორმების მოთხოვნები. ნიშანი იდგმება ავტომაგისტრალის დასაწყისში ან მის სიახლოვეს 8.1.1 დაფით. ამავე კანონის 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით.

ნიშნები ამ ბილეთში

ეს ბილეთი გვხვდება

სხვა ბილეთები: მოძრაობის სიჩქარე