ბილეთი №307 · მოძრაობის სიჩქარე
რომელი სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არღვევს საგზაო მოძრაობის წესებს, თუ ისინი მოძრაობენ 90 კმ/სთ სიჩქარით?

- ამხოლოდ კვადროციკლის მძღოლი
- ბმხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
- გმხოლოდ მოტოციკლის მძღოლი
- დმხოლოდ კვადროციკლისა და მოტოციკლის მძღოლები✓ სწორი პასუხი
რატომ?
მსუბუქ ავტომობილს („B“) ავტომაგისტრალზე 110 კმ/სთ-მდე შეუძლია, სხვა გზებზე კი 90 კმ/სთ-მდე, ამიტომ 90 მისთვის ნორმაა. მოტოციკლისა და კვადროციკლის ზღვარი ყველა გზაზე 80 კმ/სთ-ია, ასე რომ, 90 კმ/სთ სიჩქარით მათი მძღოლები წესს არღვევენ.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს 33-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ და „ბ.ა“ ქვეპუნქტების თანახმად, გარდა ამ კანონით დადგენილი შემთხვევებისა, დაუსახლებელ პუნქტსა და დასახლებულ პუნქტში გზის იმ მონაკვეთზე, რომელზედაც შესაბამისი საგზაო ნიშნით მოძრაობა დაშვებულია 60 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით, ნებადართულია: ა) „A“ კატეგორიის, აგრეთვე „A1“ და „B1“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა ყველა გზაზე არაუმეტეს 80 კმ/სთ სიჩქარით; ბ) „B“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა: ბ.ა) თუ ის არ ახორციელებს მსუბუქი მისაბმელის ბუქსირებას, ავტომაგისტრალზე არაუმეტეს 110 კმ/სთ სიჩქარით, ხოლო სხვა გზაზე − არაუმეტეს 90 კმ/სთ სიჩქარით.