ბილეთი №471 · მძღოლი, მგზავრი და ქვეითი, ნიშნები, კონვეცია
მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დატოვებამდე მძღოლი უნდა დარწმუნდეს:
- ამხოლოდ იმ გარემოებაში, რომ მიიღო სიფრთხილის ყველა აუცილებელი ზომა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად
- ბმხოლოდ იმ გარემოებაში, რომ მიიღო ყველა ზომა, რათა მექანიკური სატრაბნსპორტო საშუალება უნებართვოდ არ იქნეს გამოყენებული
- გრომ მიიღო სიფრთხილის ყველა აუცილებელ ზომა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, ასევე ყველა ზომა რათა მექანიკური სატრანსპორტო საშუალება უნებართვოდ არ იქნეს გამოყენებული✓ სწორი პასუხი
რატომ?
მანქანის დატოვებამდე უნდა დარწმუნდე, რომ ყველა სიფრთხილის ზომა მიიღე ავარიის თავიდან ასაცილებლად, მაგალითად სადგომი მუხრუჭი ჩართე, და მანქანა უნებართვო გამოყენებისგან დაიცავი, მაგალითად ჩაკეტე.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, მძღოლმა არ უნდა დატოვოს თავისი სატრანსპორტო საშუალება, თუ არ მიიღებს სიფრთხილის ყველა აუცილებელ ზომას საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის თავიდან ასაცილებლად, ამასთანავე, მექანიკური სატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში მიღებული უნდა იქნეს ყველა ზომა, რათა ის უნებართვოდ არ იქნეს გამოყენებული.