ბილეთი №279 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
რომელი ავტომობილის მძღოლს ეკრძალება ისრის მიმართულებით მოძრაობა, თუ მოცემული გზის შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება?

- ამხოლოდ სატვირთო ავტომობილის მძღოლს
- ბმხოლოდ მსუბუქი ავტომობილის მძღოლს
- გორივე ავტომობილის მძღოლს✓ სწორი პასუხი
- დარცერთი ავტომობილის მძღოლს
რატომ?
სამზოლიან გზაზე იმ განაპირა ზოლზე გადასვლა არ შეიძლება, სადაც საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. თუ შუა ზოლი ორივე მიმართულებისთვისაა, იქ გასვლა მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების დროს შეიძლება. ორივე ისრით ნაჩვენები მოძრაობა ამ წესებს არღვევს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, სამი მოძრაობის ზოლის მქონე (გარდა 1.9 საგზაო მონიშვნისა) ორმხრივმოძრაობიან გზაზე სატრანსპორტო საშუალების მძღოლი არ უნდა გადავიდეს სავალი ნაწილის განაპირა ზოლზე, სადაც საპირისპირო მიმართულების მოძრაობა ხორციელდება. თუ სამი მოძრაობის ზოლის მქონე გზაზე შუა ზოლი ორივე მიმართულებით მოძრაობისათვის გამოიყენება, ამ ზოლზე გასვლა ნებადართულია მხოლოდ გასწრების, დაბრკოლების შემოვლის, მარცხნივ მოხვევის ან მობრუნების მიზნით.