ბილეთი №294 · გასწრება შემხვედრის გვერდის ავლით
გასწრების დაწყების წინ მძღოლი უნდა დარწმუნდეს:
- ამხოლოდ იმაში, რომ მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია
- ბმხოლოდ იმაში, რომ მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მოძრავი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას
- გმხოლოდ იმაში, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზეც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია, ამასთან ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა
- დამ ბილეთში ჩამოთვლილ ყველა გარემოებაში✓ სწორი პასუხი
რატომ?
გასწრებამდე სამივე უნდა შეამოწმო: უკნიდან მომავალს გასწრება არ დაუწყია, წინ მიმავალს სხვისი გასწრების სიგნალი არ მიუცია, გასავლელი ზოლი საკმარის მანძილზე თავისუფალია და სიჩქარეთა ფარდობა მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა. ერთი არ კმარა, ყველა ერთად უნდა სრულდებოდეს.
კანონის ტექსტი
„საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების თანახმად, გასწრების დაწყებამდე მძღოლი, ისე, რომ არ დაარღვიოს ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტითა და 32-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები, უნდა დარწმუნდეს, რომ: ა) მის უკან მომავალი არცერთი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს გასწრება არ დაუწყია; ბ) მოძრაობის იმავე ზოლზე მის წინ მიმავალი სატრანსპორტო საშუალების მძღოლს არ მიუცია სიგნალი, რომ აპირებს, გაუსწროს სხვა სატრანსპორტო საშუალებას. აკრძალულია იმ სატრანსპორტო საშუალების გასწრება, რომელიც ახორციელებს გასწრე¬ბას ან დაბრკოლების შემოვლას; გ) მას შეუძლია გასწრება ისე განახორციელოს, რომ არ შეუქმნას საფრთხე ან დაბრკოლება სხვა საგზაო მოძრაობის მონაწილეებს. იგი აგრეთვე უნდა დარწმუნდეს, რომ მოძრაობის ზოლი, რომელზედაც აპირებს გასვლას, საკმარის მანძილზე თავისუფალია და ორი სატრანსპორტო საშუალების სიჩქარეთა ფარდობა საკმარისად მოკლე დროში გასწრების საშუალებას იძლევა.